როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალმა" რამდენიმე დღის წინ მორიგი ტრანსფერი დახურა და "მონაკოდან" ორელიენ ჩუამენი დაიმატა.
დღეს, "სამეფო გუნდმა" ახალგაზრდა ფრანგი ნახევარმცველი "სანტიაგო ბერნაბეუზე" წარადგინა, სადაც ფრანგმა მედიასთანაც ისაუბრა.
ამასთანავე, გაირკვა თუ რა ნომრიანი მაისურით ითამაშებს ფეხბურთელი ახალ გუნდში.
უკვე ცნობილია, რომ ჩუამენი ახალ 2022/23 წლების სეზონში 18 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
იხილეთ ფოტოც: