ბოლო დღეებია, რაც მადრიდის "რეალთან" "მანჩესტერ სიტის" შემტევს გაბრიელ ჟუსუს ხშირად აკავშირებენ.
ბუნებრივია, კილიან მბაპეს ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ "სამეფო კლუბი" სხვა ფეხბურთელის დამატებას შეეცდება და ერთ-ერთი ვარიანტი კი, შესაძლოა, ბრაზილიელი იყოს.
აქვე გეტყვით, რომ გაბის შეტევის თითქმის ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში. 25 წლის თავდამსხმელი "ქალაქელთა" რიგებში როგორც ფლანგზე, ისე ფორვარდის პოზიციაზეც ხშირად თამაშობდა.
გთავაზობთ, 2 ვარიანტს თუ როგორი იქნება "ბლანკოსის" შემადგენლობა ჟეზუსის ტრანსფერის შემთხვევაში.
ვარიანტი I
ვარიანტი II