ცნობილია - ვინ გახდა "რეალისთვის" მთავარი სამიზნე

ცნობილია - ვინ გახდა "რეალისთვის" მთავარი სამიზნე

კილიან მბაპემ მადრიდის "რეალზე" უარი საბოლოოდ განაცხადა. ფრანგმა შემტევმა კარიერის მადრიდულ გრანდში გაგრძელებას, კვლავ ლიგა 1-ში თამაში არჩია.

ბუნებრივია, კილიანი "სამეფო გუნდის" პრიორიტეტული სამიზნე იყო. ახლა კი საინტერესოა, თუ ვინ გახდება მადრიდელთა ნომერ პირველი სამიზნე.

"Marca" სწორედ ამ კითხვაზე სცემს პასუხს და წერს, რომ ამ მომენტისთვის "ბლანკოსის" მთავარი მიზანი ორელიენ ჩუამენის დამატებაა. როგორც ირკვევა, კლუბი მის შესაძენად ყველაფერს გააკეთებს.

აქვე შეგახსენებთ, რომ "რეალმა" მბაპეს გამო უარი ერლინგ ჰოლანდზე თქვა. ცნობისთვის, ნორვეგიელი მომავალი სეზონიდან "მანჩესტერ სიტიში" ითამაშებს.

1 თვის წინ
1772 / 0
Maluta
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ