ალბათ ყველამ კარგად იცით იმ სენსაციური ინფორმაციის შესახებ, რომ კილიან მბაპე მადრიდის "რეალის" რიგებს არ შეუერთდება და "პარის სენ-ჟერმენში" დარჩება.
ახალგაზრდა ფრანგი შემტევი, პარიზელებთან ახალ კონტრაქტს ძალიან მალე გაახანგრძლივებს და პარიზული კლუბის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაც გახდება.
აღსანიშნავია, რომ კილიანმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ "ბლანკოსის" პრეზიდენტს ფლორენტინო პერესაც შეატყობინა.
"პრეზიდენტო, "პარის სენ-ჟერმენში" ვრჩები. "ბლანკოსი" არის გუნდი, რომელსაც ბავშვობიდან ვგულშემატკივრობდი", - უთხრა კილიანმა.
ცნობისთვის, სხვადასხვა სანდო წყაროს ინფრომაციით, დიდი შანსია, რომ მბაპემ "პსჟ"-სთან კონტრაქტი 2025 წლამდე გაანახგრძლივოს.