ანჩელოტის პირველი კომენტარი "ბეტისთან" მატჩის შემდეგ

ანჩელოტის პირველი კომენტარი "ბეტისთან" მატჩის შემდეგ

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ "სანტიაგო ბერნაბეუზე" მადრიდის "რეალის" და რეალ "ბეტისის" დაპირისპირება გაიმართა და შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, "სამეფო კლუბის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტომ მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა.

"მარსელო ჯერ არ დამემშვიდობა. ის კვლავ ჩვენი კაპიტანია და ასე იქნება ფინალამდე.

"როდრიგო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. უნდა გადავწყვიტო ვინ ითამაშებს, მაგრამ ჩემთვის ყველაფერი საკმაოდ ნათელია.

"ამ გუნდის ატმოსფერო საოცარია. მადლობა უნდა გადავუხადო ყველა ფეხბურთელს, რადგან მათთან არანაირი პრობლემა არ მქონია.

"ალაბა ჩემპიონთა ლიგის ფინალში 100%-ით ითამაშებს. ჩვენ არ გვინდოდა გარისკვა, ამიტომ დღეს არ ვათამაშეთ. მისი გამოცდილება ძალიან დაგვჭირდება.

"ისკოს კარიერა "რეალში" დღეს დასრულდა. მას შესანიშნავი კარიერა ჰქონდა. ესპანელს მეტი გაკეთება ნამდვილად შეეძლო, მაგრამ იგი ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო. მას საუკეთესოს ვუსურვებ.

"ბეილს ამაღამ სურდა თამაში და გულშემატკივრებთან დამშვიდობება, თუმცა ეს ვერ შეძლო. გარეტს თავისი შანსი ფინალში ექნება, რადგან ვფიქრობ, ის მზად იქნება", - თქვა იტალიელმა.

1 თვის წინ
320 / 0
Nika
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ