მოდრიჩი: "ასისტი როდრიგოზე? სანამ ბურთს მივიღებდი, ეს დავინახე"

მოდრიჩი: "ასისტი როდრიგოზე? სანამ ბურთს მივიღებდი, ეს დავინახე"

დღეს მადრიდის "რეალის" ვეტერანმა ფეხბურთელმა ლუკა მოდრიჩმა "Futbol Emotion"-თან არაერთ თემაზე ისაუბრა.

36 წლის ნახევარმცელმა, კომენტარი ასევე ლონდონის "ჩელსის" წინააღმდეგ მის საოცარ ასისტზეც გააკეთა.

"ჩემი ასისტი როდრიგოზე? სანამ ბურთს მივიღებდი, შორიდან დავინახე, რომ როდრიგო კარგ სიტუაციში იყო.

"ჩემს თავს და ბურთს კარგად ვაკონტროლებდი და გადავწყვიტე საჯარიმოში მაღალი პასი გამეკეთებინა.

"საბოლოო ჯამში, ბრაზილიელმა ყველაფერი სწორად გააკეთა და გოლიც გაიტანა", - თქვა ხორვატმა.

შეგახსენებთ, რომ ამ გოლით "ბლანკოსმა" "ჩელსისთან" შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანა, სადაც კარიმ ბენზემას მიერ გატანილი ბურთით "სამეფო კლუბმა" ნახევარფინალის საგზურიც მოიპოვა.

1 თვის წინ
349 / 0
Nika
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ