მბაპეს დედა: "კილიანის მომავალი ამაზეა დამოკიდებული"

მბაპეს დედა: "კილიანის მომავალი ამაზეა დამოკიდებული"

"პარის სენ-ჟერმენის" ფეხბურთელის კილიან მბაპეს მადრიდის "რეალში" შესაძლო ტრანსფერის თემა დღითი დღე უფრო აქტუალური ხდება.

გასულ დღეებში, ფრანგი შემტევის "სამეფო კლუბში" ტრანსფერი უბრალოდ, დროის ამბავი იყო, დღეს კი სულ სხვა ვითარების წინაშე ვდგავართ.

როგორც ცნობილია, კილიანი კვლავ დილემის წინაშეა და საბოლოო გადაწყვეტილებაც არ მიუღია.

ამ თემასთან დაკავშირებით, ახალგაზრდა ფეხბურთელის დედამ ფაიზა ლამარიმ მედიასთან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა.

"მბაპეს მომავალთან დაკავშირებით, შეხვედრები აღარ გვექნება, ეს უკვე დამთავრდა.

"ჩვენ შემოთავაზებები როგორც "პარის სენ-ჟერმენიდან", ისე "რეალისგანაც" მივიღეთ.

"აღსანიშნავია, რომ ეს 2 შემოთავაზება თითქმის იდენტურია, კილიანის მომავალი კი მის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული", - თქვა მბაპეს დედამ.

1 თვის წინ
414 / 0
Nika
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ