მბაპე თუ ჩემპიონთა ლიგის მოგება - ანჩელოტის კომენტარი

მბაპე თუ ჩემპიონთა ლიგის მოგება - ანჩელოტის კომენტარი

როგორც მოგეხსენებათ, კილიან მბაპეს მადრიდის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე მედიაში სხვადასხვა ინფორმაციის გავრცელება არ წყდება.

თუ რამდენიმე დღის წინ, ფრნაგის "ბლანკოსში" გადასვლა თითქმის გადაწყვეტილი ამბავი იყო, დღეს ვითარება საკმაოდ შეიცვალა.

როგორც ფეხბურთელის გარემოცვა ამბობს, მბაპეს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და ისევ არჩევანის წინაშე დგას.

ბუნებრივია, კილიანთან დაკავშირებით, შეკითხვები კარლო ანჩელოტისაც დაუსვეს, რაზეც იტალიელმა შემდეგი რამ განაცხადა.

"ახლა, მბაპეზე არ ვფიქრობთ. ჩვენი მთავარი მიზანი ფინალში გამარჯვებაა.

"კილიანი თუ ჩემპიონთა ლიგის მოგება? რა თქმა უნდა, ჩვენ ჩემპიონთა ლიგის 14-ედ მოგებზე ვფიქრობთ.

"მეკითხებიან თუ არა ფანები მბაპეზე? არა, ვინაიდან ყველა "მადრდიდისტა" ახლა "ლივერპულთან" მატჩზეა ორიენტირებული", - თქვა იტალიელმა სპეციალისტმა.

1 თვის წინ
330 / 0
Nika
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ