როგორც იცით, რამდენიმე საათში "სანტიაგო ბერნაბეუზე" მადრიდის "რეალის" და რეალ "ბეტისის" დაპირისპირებას ვიხილავთ.
მოგეხსენებათ, "სამეფო კლუბის" 25 კაციანი განაცხადი ცნობილი გუშინ გახდა, სადაც "ბლანკოსის" 1 მოთამაშე დავიდ ალაბა ვერ მოხვდა.
მოიუხედავად იმისა, რომ "თეთრებს" დღეს ძირითადის, მხოლოდ 1 ფეხბურთელი დააკლდებათ, "მადრიდისტებს" ამ მატჩში "რეალის" მეორე შემადგენლობის ხილვა სურთ.
"ბლანკოსის" ფანების მიერ არჩეული თერთმეტეული დღევანდელი დაპირისპირებისთვის ასე გამოიყურება:
მეკარე: ლუნინი;
მცველები: მარსელო, ნაჩო, ვალეხო, ვასკესი;
ნახევარმცველები: კამავინგა, ვალვერდე, კაზემირო;
შემტევები: აზარი, ბეილი, მარიანო.