ახალი, მნიშვნელოვანი ცნობები მბაპესთან დაკავშირებით

ახალი, მნიშვნელოვანი ცნობები მბაპესთან დაკავშირებით

მადრიდის "რეალისა" და კილიან მბაპეს საგა უკვე კულმინაციას აღწევს. მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, რამდენიმე დღეში ფრანგი სუპერვარსკვლავის შესახებ უკვე ოფიციალური ცნობები იქნება ხელმისაწვდომი.

თუმცა მანამდე, გთავაზობთ, გუშინ გვიან ღამით გავრცელებულ ცნობებს მბაპეს ტრანსფერთან დაკავშირებით.

"ამ მომენტისთვის, უფრო დიდი შანსია, მბაპე პსჟ-ში დარჩეს, ვიდრე რეალში წავიდეს" - აბდელა ბულმა.

"პარის სენ-ჟერმენში ისეთი თავდაჯერებულები არიან, როგორც არასდროს. მათი აზრით ვითარება შეიცვალა" - საბერ დესფარგესი.

"რეალში ეჭვი აქვთ, რომ მბაპეს პსჟ-ში კიდევ ორი ან სამი წლით სურს დარჩენა. მადრიდელები ამის გამო დაბნეულები არიან, რადგან მათ კილიანთან უკვე შეთანხმება აქვთ" - ედუ პიდალი.

"კილიან მბაპეს გარემოცვა რეალისგან 200 მილიონიან ბონუსს ითხოვს" - მარიო კორტეხანა.

"კილიან მბაპეს დედამ რეალის წარმომადგენლებს დაურეკა და უთხრა, რომ ამ მომენტისთვის კილიანი ჯერ კიდევ ფიქრობს. მიუხედავად იმისა, რომ რეალსა და მბაპეს შორის შეთანხმება უკვე არის" - მარიო კორტეხანა.

აღნიშნული ჟურნალისტის თქმით, კილიანის გარემოცვამ მას შემდეგი ინფორმაცია უთხრა: "მბაპე რეალში გადასვლას აპირებს, თუმცა ამის გარანტიას ვერ გაძლევთ."

"მბაპემ რეალს თანხმობა უთხრა, თუმცა ამის შემდეგ კილიანმა მათ კიდევ ერთი წერილი გაუგზავნა, სადაც ის ამბობს, რომ ჯერ კიდევ ფიქრობს" - მარიო კორტეხანა.

"მბაპე თავის საბოლოო გადაწყვეტილებას კვირას გამოაცხადებს" - Marca.

1 თვის წინ
1898 / 0
Maluta
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ