უეფას განახლებული საკლუბო რეიტინგი - დიდი მოულოდნელობა

უეფას განახლებული საკლუბო რეიტინგი - დიდი მოულოდნელობა

უეფამ საკლუბო რეიტინგი განაახლა, სადაც მადრიდის "რეალი" 122 000 ქულით, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მხოლოდ მეხუთე პოზიციას იკავებს.

აღსანიშნავია, რომ განახლებულ რეიტინგს მიუნხენის "ბაიერნი"ლიდერობს, რომელსაც 138 000 ქულა აქვს.

მეორე ადგილზე "ლივერპულია" (134 000), ხოლო სამეულს "მანჩესტერ სიტი" ავსებს. გასული წლის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული "ჩელსი" მეოთხეა (123 000).

ცნობისთვის, ბოლო განახლების შემდეგ რეიტინგში ყველაზე მეტი ქულა მერსესაიდელებს მოემატათ, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის ფინალში სწორედ "სამეფო კლუბს" დაუპირისპირდებიან.

გარდა ამისა, 28 000 სარეიტინგო ქულა მიენიჭა "აინტრახტს", რომელმაც ევროპა ლიგის ტიტული აღმართა.

1 თვის წინ
6529 / 0
Chituna
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ