"რეალის" განაცხადი "ბეტისთან" მატჩისთვის ცნობილია

"რეალის" განაცხადი "ბეტისთან" მატჩისთვის ცნობილია

როგორც იცით, ხვალ მადრიდის "რეალი" ლა ლიგის ბოლო ტურში "სანტიაგო ბერნაბეუზე" რეალ "ბეტისს" დაუპირისპირდება.

რამდენიმე წუთის წინ, ამ შეხვედრისთვის "სამეფო კლუბის" განაცხადი ცნობილი გახდა, რომელშიც, მხოლოდ 1 მოთამაშე დავიდ ალაბა ვერ მოხვდა.

როგორც ირკვევა, ავსტრიელი მცველი ტრავმისგან ბოლომდე არ გამოჯანმრთელებულა, რის გამოც ის ხვალინდელ მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს.

"ბლანკოსის" 25 კაციანი განაცხადი "ბეტისთან" დაპირისპირებისთვის შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარეები: ტიბო კურტუა, ანდრეი ლუნინი, ტონი ფუიდიაში;

მცველები: დანი კარვახალი, ედერ მილიტაო, ხესუს ვალეხო, ნაჩო, მარსელო, ფერლან მენდი;

ნახევარმცველები: ტონი კროოსი, ლუკა მოდრიჩი, კაზემირო, ფედე ვალვერდე, ლუკას ვასკესი, დანი სებალიოსი, ისკო, ედუარდო კამავინგა;

შემტევები: ედენ აზარი, კარიმ ბენზემა, მარკო ასენსიო, ლუკა იოვიჩი, გარეტ ბეილი, ვინისიუსი, როდრიგო, მარიანო.

1 თვის წინ
324 / 0
Nika
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ