დასაფასებელი საქციელი - რა დათმობაზე მიდის მარსელო "რეალში" დარჩენისთვის

დასაფასებელი საქციელი - რა დათმობაზე მიდის მარსელო "რეალში" დარჩენისთვის

როგორც მოგეხსენებათ, მარსელოს მადრიდის "რეალთან" კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმებას კი ამ დრომდე ვერ ახერხებენ.

ბუნებრივია, ბრაზილიელ მცველსა და "სამეფო კლუბს" შორის ურთიერთობა ნამდვილად განსაკუთრებულია, რადგან ის "რეალში" დაახლოებით 15 წელია ირიცხება.

სწორედ ამის გამო, მარსელო მნიშვნელოვან დათმობაზე წასვლასაც აპირებს - Defensa Central-ის ინფორმაციით, ის მზად არის, მომდევნო სეზონში "ბლანკოსის" მაისურით სრულიად უფასოდ ითამაშოს.

რა თქმა უნდა, ანაზღაურების გარეშე თანამედროვე ფეხბურთში არავინ თამაშობს, ბრაზილიელის ეს გადაწყვეტილება კი კლუბის მიმართ უდიდეს სიყვარულს გამოხატავს.

1 თვის წინ
5339 / 0
Chituna
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ