როგორც მოგეხსენებათ, ზახულის სატრანსფერო ფანჯარაზე მადრიდის "რეალი" სუპერ ტრანსფერების გაჩარხვას და გუნდის მკვეთრად გაძლიერებას გეგმავს.
"სამეფო კლუბმა" 1 ტრანსფერი უკვე შეათანხმა და ლონდონის "ჩელსის" მოთამაშე ანტონიო რუდიგერი დაიმატა.
რა თქმა უნდა, მარიდელები "პარის სენ ჟერმენის" ვარკსვლავის კილიან მბაპეს დამატებას შეეცდებიან, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი რამდენიმე თვეში ეწურება.
"ბლანკოსის" რადარზე ასევე "მონაკოს" ახალგაზრდა ნახევარმცველი აურელინ ჩუამენი იმყოფება, რომელიც ლუკა მოდრიჩის შემცლელად განიხილება.
გთავაზობთ, თუ როგორი იქნება "რეალის" შემადგენლობა ზაფხულის ტრანსფერების შემდეგ.
მეკარე: კურტუა;
მცველები: ალაბა, რუდიგერი, მილიტაო, კარვახალი;
ნახევარმცველები: მოდრიჩი, ჩუამენი, კაზემირო;
შემტევები: ვინისიუსი, მბაპე, ბენზემა.