"მადრიდისტებმა" "კადისთან" მატჩისთვის სასურველი XI აირჩიეს

"მადრიდისტებმა" "კადისთან" მატჩისთვის სასურველი XI აირჩიეს

როგორც მოგეხსენებათ, დღეს მადრიდის "რეალი" ლა ლიგის 37-ე ტურში სტუმრად "კადისს" დაუპირისპირდება.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალმდე დაახლოებით 2 კვირაა დარჩენილი, "ბლანკოსის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ გუნდის ლიდერების დასვენება გადაწყვიტა.

იტალიელმა სპეციალისტმა დავიდ ალაბა, კარიმ ბენზემა, ლუკა მოდრიჩი და ვინისიუსი დღევანდელი შეხვედრის განაცხადის მიღმა დატოვა.

გთავაზობთ, "მადრიდისტების" მიერ არჩეულ შემადგენლობას "კადისთან" მატჩისთვის.

მეკარე: ლუნინი;

მცველები: მენდი, ნაჩო, ვალეხო, ვასკესი;

ნახევარმცველები: სებალიოსი, ვალვერდე, კამავინგა;

შემტევები: როდრიგო, ასენსიო, მარიანო.

1 თვის წინ
356 / 0
Nika
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ