როგორც მოგებხსენებათ, ლალიგაში ყოველთვიურად თვის საუკეთესო ფეხბურთელი სახელდება.
იმ მოთამაშეებს შორის, რომლებიც ამ ინდივიდუალური პრიზისთვის იბრძოლებდნენ მადრიდის "რეალიდან", მხოლოდ ერთი მოთამაშე კარიმ ბენზემა იყო ნომინირებული.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლა ლიგის აპრილის თვის საუკეთესო ფეხბურთელი სწორედ ფრანგი ფორვარდი გახდა, რომელმაც გასულ თვეს, მართლაც არაჩვეულებრივად იასპარეზა.
აღსანიშნავია, რომ მადრიდელები მიმდინარე სეზონში ამ ინდივიდუალური პრიზის მოგებით ძალიან აქტიურობენ, ვინაიდან ეს ჯილდო დეკემბერში ედერ მილიტაომ, ნოემბერში ვინისიუსმა, ხოლო სექტემბერში კარიმმა მიიღო.