როგორც მოგეხსნებათ, მადრიდის "რეალის" ფეხბურთელის ედენ აზარის მომავალი ბურუსით იყო მოცული.
ბელგიელის "სამეფო კლუბიდან" შესაძლო წასვლაზე, მედიაში ძალიან ბევრი იწერებოდა.
ამ თემასთან დაკავშირებით, "ბლანკოსის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
"აზარი კარიერას "რეალში" გააგრძელებს. ის ჩვენთან კიდევ 1 სეზონი დარჩება.
"ბელგიელს "სამეფო კლუბში" თავისი შესაძლებლობების ჩვენება სურს, ამიტომ როტაციის ხშირად გაკეთება მომიწევს.
"ედენმა გუნდთან ერთად ივარჯიშა და ხვალინდელი შეხვედრისთვის დაგვიბრუნდება", - თქვა ანჩელოტიმ.
ცნობისთვის, "რეალი" მომდევნო მატჩს ხვალ "კადისის" წინააღმდეგ ჩვენი დროით 21:30 საათზე გამართავს.