ვინისიუსი ხელშეკრულების გახანგრძლივებასთან ახლოსაა - კონტრაქტის პირობები ცნობილია

ვინისიუსი ხელშეკრულების გახანგრძლივებასთან ახლოსაა - კონტრაქტის პირობები ცნობილია

გავლენიანი გამოცემის Marca-ს ინფორმაციით, მადრიდის "რეალი" ვინისიუს ჟუნიორთან ახალი გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს, ბევრად გაუმჯობესებული პირობებით.

ესპანურ წყაროზე დაყრდნობით, სამეფო კლუბს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ვინისუსთან თანამშრომლობის გაგრძელება და ზღაპრული პირობების შეთავაზება. 

კერძოდ, მადრიდელები გეგმავენ ბრაზილიელისთვის ხელფასის 3 მილიონიდან 10 მილიონ ევრომდე გაზრდას. ცვლილებები შეეხება ბრაზილიელის გამოსასყიდ თანხასაც, რომელიც 350 მილიონი ევროდან 1 მილიარდამდე გაიზრდება. კონტრაქტი კი ძალაში 2028 წლამდე იქნება.

შეგახსენებთ, რომ ვინისიუსს "რეალთან" ამჟამინდელი კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს, თუმცა ახალი ხელშეკრულების დადება ანაზღაურების გაზრდის მიზნით ხდება.

1 კვირის წინ
119 / 0
Gurika
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ