ანჩელოტის პრესკონფერენცია "კადისთან" მატჩის წინ

ანჩელოტის პრესკონფერენცია "კადისთან" მატჩის წინ

როგორც მოგეხსენებათ, ხვალ მადრიდის "რეალი" ლა ლიგის 37-ე ტურში "კადისს" დაუპირისპირდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე 2 კვირაა დარჩენელი, კარლო ანჩელოტიმ ხვალინდელი შეხვედრისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეების დასვენება გადაწყვიტა.

ამ და კიდევ სხვა თემებზე, იტალიელმა სპეციალისტმა "კადისთან" შეხვედრის წინ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

"ვინისიუსი, ბენზემა და კურტუა ხვალ არ ითამაშებენ. ისინი დაისვენებენ.

"ედენ აზარი მომავალ სეზონში "სამეფო კლუბში" დარჩება. მისი გეგმა ცნობილია.

"მოთამაშეები, რომლებმაც ყველაზე მეტად გამაოცეს? ვისაც ნაკლებად ვიცნობდი, ვალვერდე, როდრიგო და კამავინგა. სხვებს კარგად ვიცნობ.

"გაახანგრძლივებს თუ არა მარსელო კონტრაქტს? გუნდის მომავალზე ჯერ არ გვისაუბრია. ახლა ჩვენ ფინალზე ვფიქრობთ.

"აზარი, კარვახალი და სებალიოსი ხვალინდელ მატჩში დაბრუნდებიან.

"ედენი მომავალ სეზონში ისევ აქ იქნება, მას თავისი შესაძლებლობების ჩვენება სურს, ამიტომ მეტი როტაციის გაკეთება მომიწევს.

"სალაჰის კომენტარი? მან თქვა, რომ თავის პოზიციაზე საუკეთესოა და ვეთანხმები. ეგვიპტელი თავის როლს საუკეთესოდ ასრულებს.

"აქ ყველა მოთამაშე ძალიან თავმდაბალი და პატივმოყვარეა. არ არსებობენ ამპარტავანი ფეხბურთელები. ასეთი გასახდელი არსად არ მინახავს", - თქვა იტალიელმა.

1 კვირის წინ
172 / 0
Nika
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ