ანჩელოტი: “ბენზემას მხოლოდ ფორვარდს არ ვუწოდებ, რადგან…”

ანჩელოტი: “ბენზემას მხოლოდ ფორვარდს არ ვუწოდებ, რადგან…”

მადრიდის "რეალის" სპეციალისტმა, კარლო ანჩელოტიმ, გუნდის ლიდერის, კარიმ ბენზემას შესახებ მედიასთან განცხადება გააკეთა.

"ჩემთვის რთულია ბენზემას უბრალოდ ფორვარდი ვუწოდო, რადგან ის ზოგადად ფანტასტიკური შემტევი ფეხბურთელია.

კარიმი არამარტო ბომბარდირია, არამედ საგოლე პასებსაც ბევრს აკეთებს და შეტევის ორგანიზებაშიც იღებს მონაწილეობას.

ის არის სრულყოფილი ფეხბურთელი, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ახერხებს ის ამდენი გოლის გატანას. ვფიქრობ დღეს უბრალოდ საუკეთესოა." - განაცხადა ანჩელოტიმ.

1 კვირის წინ
194 / 0
Gurika
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ