ალაბას სავარაუდო დაბრუნების თარიღი ცნობილია - რამდენს იუქმებს ავსტრიელი

ალაბას სავარაუდო დაბრუნების თარიღი ცნობილია - რამდენს იუქმებს ავსტრიელი

როგორც მოგეხსენებათ, ბოლო 4 მატჩის განმავლობაში, მადრიდის "რეალის" ცენტრალურ მცველს, დავიდ ალაბას ტრავმის გამო თამაშგარეშე ყოფნა უწევს.

გავრცელებული ინფორმაციით, ალაბას რეაბილიტაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. მან უკვე ბურთთან ერთად დაიწყო ვარჯიში.

დიდი ალბათობით, ავსტრიელი მცველი ლა ლიგის 38-ე ტურისთვის, "ბეტისის" წინააღმდეგ, მოედანზე გამოვა.

აღსანიშნავია, რომ ალაბას სერიოზული დაზიანება არ აღენიშნება, თუმცა მისი მიზანია ჩემპიონთა ლიგის ფინალურ დაპირისპირებას სრულ მზადყოფნაში შეხვდეს.

1 კვირის წინ
228 / 0
Gurika
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ