მბაპე ისე ახლოს არის "რეალთან", როგორც არასდროს - სანდო წყაროს ცნობა

მბაპე ისე ახლოს არის "რეალთან", როგორც არასდროს - სანდო წყაროს ცნობა

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალის" მთავარი სამიზნისა და "პარი სენ-ჟერმენის" შემტევის, კილიან მბაპეს სატრანსფერო საგა გრძელდება.

გავლენიანი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, მბაპე ისე ახლოს არის მადრიდის "
"რეალთან", როგორც არასდროს. სამეფო კლუბი თითქმის დარწმუნებულია, რომ ახალგაზრდა ფრანგი ტალანტი მათი წევრი გახდება.

ჯერ ოფიციალური არაფერია, კილიანი კვლავ დილემის წინაშე დგას, მაგრამ როგორც "რეალის" ცნობილი ინსაიდერი ავრცელებს, 23 წლის სუპერვარსკვლავის "სამეფო კლუბში" გადაბარგება გარდაუვალია.

თავის მხრივ, "პსჟ" ძალღონეს არ იშურებს მბაპეს შესანარჩუნებლად და მას ბევრად გაუმჯობესებულ კონტრაქტებს სთავაზობს, თუმცა ჯერ-ჯერობით უშედეგოდ.

1 კვირის წინ
239 / 0
Gurika
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ