ანჩელოტის ახალი გეგმა - რა მოჰყვება რუდიგერის "რეალში" ტრანსფერს

ანჩელოტის ახალი გეგმა - რა მოჰყვება რუდიგერის "რეალში" ტრანსფერს

როგორც მოგეხსენებათ, ანტონიო რუდიგერს ლონდონის "ჩელსისთან" კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისს ეწურება, მხარეები კი ახალ ხელშეკრულებაზე ვერ შეთანხმდნენ.

უკვე გადაწყვეტილია, რომ გერმანელი მცველი კარიერას მადრიდის "რეალში" გააგრძელებს, რომელმაც მისი ტრანსფერი რამდენიმე დღის წინ შეათანხმა.

Defensa Central-ის ინფორმაციით, რუდიგერის გადმოსვლა "სამეფო კლუბის" მთავარ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის ახალი გეგმის გამოყენების საშუალებას მისცემს.

თუ აქამდე დავიდ ალაბა ცენტრალური მცველის პოზიციაზე იდგა, მომდევნო სეზონიდან მას განაპირა მცველობაც შეეძლება, რუდიგერი და მილიტაო კი ცენტრალურ პოზიციებს შეითავსებენ.

გარდა ამისა, არ გამოვრიცხოთ ალაბას ნახევარდაცვაში გამოყენებაც, რადგან მარცხენა ფლანგზე ფერლან მენდი თამაშობს, რომელიც საკმაოდ მაღალი დონის მცველია.

ასეა თუ ისე, რუდიგერის ტრანსფერი ანჩელოტის ახალი ტაქტიკების ფართო არეალს მისცემს, მთავარი გადაწყვეტილება კი მასზეა.

1 კვირის წინ
2161 / 0
Chituna
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ