სასიხარულო ინფორმაცია "რეალის" გულშემატკივრებისთვის "ლივერპულთან" მატჩის წინ

სასიხარულო ინფორმაცია "რეალის" გულშემატკივრებისთვის "ლივერპულთან" მატჩის წინ

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა ლიგის ფინალშია და ყველაზე პრესტიჟული ტურნირის თასის მოსაპოვებლად "ლივერპულს" დაუპირისპირდება.

ფინალური შეხვედრის საგზურის მოსაპოვებლად, რომელიც 28 მაისს, პარიზში გაიმართება, "სამეფო კლუბმა" ასპარეზობას "მანჩესტერ სიტი" გამოთიშა.

"ბლანკოსისა" და "ქალაქელების" საპასუხო შეხვედრაში მოედანზე არ ყოფილა დავიდ ალაბა, რომელსაც მარჯვენა ფეხზე ტრავმა ჰქონდა.

სასიხარულოა, რომ ავსტრიელი ფეხბურთელი დღეს ვარჯიშს დაუბრუნდა და "ვალდებებასზე" გუნდთან ერთად იმყოფებოდა.

რა თქმა უნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ უდიდესი ალბათობით, ალაბა მერსესაიდულ გუნდთან დაპირისპირებას მზად შეხვდება, რაც "რეალისთვის" დიდი პლიუსი იქნება.

1 კვირის წინ
4139 / 0
Chituna
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ