როგორც იცით, გუშინ ესპანეთის ჩემპიონატის 36-ე ტურში მადრიდის "რეალმა" "სანატიაგო ბერნაბეუზე" "ლევანტე" მიიღო და ანგარიშით 6:0 გაანადგურა.
ამ შეხვედრაში, "ბლანკოსის" ვინგერმა ვინისიუს ჟუნიორმა ჰეტ-ტრიკი შეასრულა და ლა ლიგის კვირის გუნდშიც მოხვდა.
სიმბოლურ გუნდში, ბრაზილიელთან ერთად ასევე ლუკა მოდრიჩს, კარიმ ბენზემას, ხესუს ვალეხოს და ლუკას ვასკესაც ვხვდებით.
ლა ლიგის კვირის გუნდი "WhoScored"-ის ვერსიით ასე გამოიყურება: