როგორც მოგეხსენბათ, გუშინ მადრიდის "რეალის" და "ლევანტეს" შეხვედრა ვიხილეთ, სადაც "თეთრებმა" მეტოქე 6:0 გაანადგურეს.
აღნიშნული მატჩის შემდეგ, "ბლანკოსის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.
იტალიელმა სპეციალისტმა კომენტარი ჩემპიონთა ლიგის ფინალზეც გააკეთა.
""ლივერპულის" წინააღმდეგ 4-3-3 ტაქტიკით ვითამაშებთ, თუმცა თუ საჭირო გახდა 4-4-2-ზეც გადავცლით.
"თუ როგორც ვითამაშებთ შეხვედრას, ეს მეტოქეზე იქნება დამოკიდებული.
"ფინალში ძირითადიდან ფედე ვალვერდე დაიწყებს. ურუგვაელი მარჯვენა ფლანგზე დადგება.
"ფედესთან ერთად ფინალს, რა თქმა უნდა ვინისიუსიც და როდრიგოც ითამაშებს", - განაცხადა იტალიელმა.
ცნობისთვის, "ლივერპული" "რეალის" დაპირისპირება 28 მაისს "სტად დე ფრანსზე" გაიმართება.