ბენზემამ "ლევანტესთან" საიუბილეო გოლი გაიტანა - ფრანგის მორიგი მიღწევა

ბენზემამ "ლევანტესთან" საიუბილეო გოლი გაიტანა -  ფრანგის მორიგი მიღწევა

როგორც იცით, გუშუნ მადრიდის "რეალი" "სანტიაგო ბერნაბეუზე" "ლევანტეს" დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 6:0 გაანადგურა.

მადრიდელთა მხრიდან, ამ შეხვედრაში გოლების გატანა ფერლან მენდი, კარიმ ბენზემამ, როდრიგომ და ვინისიუსს ჟუნიორმა (ჰეტ-ტრიკი) მოახერხეს.

აღსანიშნავია, რომ კარიმისთვის გუშინ გატანილი გოლი საიუბილეო აღმოჩნდა.

როგორც გაირკვა, გუშინ ფრანგმა "ბლანკოსის" მაისურით 323-ე გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით "სამეფო კლუბის" ლეგენდას რაულ გონსალესს გაუთანაბრა.

ამ დროისთვის, "რეალის" მაისურით გატანილი გოლების რაოდენობით, ბენზემა ესპანელ ლეგენდასთან ერთად მეორე ადგილზე იმყოფება და მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს ჩამორჩება.

ცნობისთვის, პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს მადირდელთა რიგებში 451 გოლი აქვს გატანილი.

1 კვირის წინ
178 / 0
Nika
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ