როგორც იცით, რამდენიმე საათში მადრიდის "რეალი" "სანტიაგო ბერნაბეუზე" "ლევანტეს" დაუპირისპირდება.
მიუხედავად, იმისა, რომ "ბლანკოსმა" ლა ლიგის ჩემპიონობა ოფიციალურად გაინაღდა, აღნიშნულ მატჩში "სამეფო კლუბის" მნიშვნელოვანი ფეხბურთელები დიდი ალბათობით, მაინც ითამაშებენ.
გთავაზობთ, "მადრიდისტების" მიერ არჩეულ შემადგენლობას დღევანდელი შეხვედრისთვის:
მეკარე: კურტუა;
მცველები: მენდი, ნაჩო, მილიტაო, ვასკესი;
ნახევარმცვლები: კროოსი, მოდრიჩი, კაზემირო;
შემტევები: ვინისიუსი, როდრიგო, ბენზემა.