სრული სიგიჟე - როგორი იქნება რუდიგერის გამოსასყიდი "რეალში"

სრული სიგიჟე - როგორი იქნება რუდიგერის გამოსასყიდი "რეალში"

როგორც მოგეხხსენებათ, ანტონიო რუდიგერს ლონდონის "ჩელსისთან" კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, მხარეები კი ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმებას ვერ ახერხებენ.

პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ გერმანელი მცველი კარიერას მადრიდის "რეალში" გააგრძელებს და ესპანური მედია წერს, რომ ფეხბურთელმა "ბლანკოსთან" ვერბალურ შეთანხმებას მიაღწია.

გამოცემა Defensa Central წერს, რომ მადრიდული გრანდის ხელმძღვანელობამ რუდიგერის კონტრაქტთან დაკავშირებით ყველაფერი გადაწყვიტა.

დიდი ალბათობით, ცენტრალური მცველი "სამეფო კლუბში" ანაზღაურების სახით 8-9 მილიონ ევროს მიიღებს, მისი გამოსასყიდი თანხა კი 400 მილიონი ევრო იქნება.

ცნობისთვის, გუნდში ყველაზე დიდი გამოსასყიდი კარიმ ბენზემასა და გარეტ ბეილს აქვთ (1 მილიარდი ევრო).

1 კვირის წინ
3827 / 0
Chituna
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ