როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალი" ზაფხულში დიდ აქტიურობას და სუპერ ტრანსფერების გაჩარხვას გეგმავს.
თითქმის უკვე გადაწყვეტილი ამბავია, რომ "პარი სენ-ჟერმენის" ფეხბურთელი კილიან მბაპე რამდენიმე თვეში "სამეფო კლუბის" რიგებს უფასოდ შეუერთდება.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კილიანთან ერთად "ბლანკოსში", შესაძლოა, კიდევ ერთი ფრანგი ვარსკვლავი მოვიდეს.
საუბარია, "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველზე პოლ პოგნაზე, რომლის დამატების მთავარ ფავორიტად "რეალი" ითვლება.
გთავაზობთ, იმ შემადგენლობას, რომლითაც "სამეფო კლუბი" ზახულის ტრანსფერების შემდეგ ითამაშებს.