მოულოდნელი ინფორმაცია - "რეალი" მორიგი ვარსკვლავის ტრანსფერის ფავორიტია

მოულოდნელი ინფორმაცია - "რეალი" მორიგი ვარსკვლავის ტრანსფერის ფავორიტია

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალი" 2022 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას აპირებს.

პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ "სამეფო კლუბის" რიგებს მომდევნო სეზონისთვის კილიან მბაპე და ანტონიო რუდიგერი შეუერთდებიან. გარდა ამისა, შესაძლოა, გუნდში მორიგი ვარსკვლავი ვიხილოთ.

გავლენიანი ბრიტანიელი ჟურნალისტის დევიდ ორნშტეინის ცნობით, "ბლანკოსი" პოლ პოგბას დამატების ფავორიტია.

ამ დრომდე იწერებოდა, რომ ფრანგ ნახევარმცველს "მანჩესტერ სიტიში" გადასვლა სურდა, თუმცა, როგორც ჩანს, მან გადაწყვეტილება შეიცვალა.

ცნობისთვის, გარდა "რეალისა" პოგბას ტრანსფერით ტურინის "იუვენტუსი" და "პარი სენ-ჟერმენიც" ინტერესდებიან.

1 კვირის წინ
3986 / 0
Chituna
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ