ანჩელოტიმ პერესს ტრანსფერი შეუკვეთა - პაპა კარლოს რჩეული ცნობილია

ანჩელოტიმ პერესს ტრანსფერი შეუკვეთა - პაპა კარლოს რჩეული ცნობილია

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალი" 2022 წლის ზაფხულის სატრაბსფერო ფანჯარაზე აქტიურობას აპირებს.

"სამეფო კლუბი" რამდენიმე ისეთი ვარსკვლავის გადაბირებით ინტერესდება, როგორებიც არიან: კილიან მბაპე, ანტონიო რუდიგერი, ერლინგ ჰოლანდი და სხვა.

დიდი ალბათობით, მბაპე და რუდიგერი მომდევნო სეზონს "ბლანკოსის" რიგებში შეხვდებიან, რადგან ისინი თავისუფალი აგენტები არიან, ჰოლანდი კი, სავარაუდოდ, "მანჩესტერ სიტიში" გადაბარგდება.

Defensa Central-ის ინფორმაციით, კარლო ანჩელოტიმ ფლორენტინო პერესს კიდევ ერთი ტრანსფერი შეუკვეთა.

ირკვევა, რომ იტალიელ სპეციალისტს მადრიდული გრანდის რიგებში ფაბიან რუისის ხილვა სურს, რომელიც "ნაპოლიდან" წასვლას განიხილავს.

წყაროს მტკიცებით, რუისის სატრანსფერო ფასი დაახლოებით 50 მილიონი ევროა, თუმცა ნეაპოლელები თანახმა არიან, მას 40 მილიონ ევროდაც შეელიონ.

1 კვირის წინ
6151 / 0
Chituna
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ