სრული სიგიჟე - როგორ შეთავაზებას ამზადებს "პსჟ" მბაპესთვის

სრული სიგიჟე - როგორ შეთავაზებას ამზადებს "პსჟ" მბაპესთვის

როგორც მოგეხსენებათ, კილიან მბაპეს "პარი სენ-ჟერმენთან" კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისს ეწურება, მისი მომავალი კი მედიის განხილვის აქტიური საგანია.

ამ დრომდე, თითქმის გადაწყვეტილი იყო, რომ ფრანგი სუპერვარსკვლავი მადრიდის "რეალს" შეუერთდებოდა, თუმცა L'Equipe-ს ცნობით, "პსჟმ" და მბაპემ ახალი კონტრაქტი შეთანხმეს.

მიუხედავად გავრცელებული ინფორმაციისა, "ბლანკოსის" ხელმძღვანელობა სიტუაციას იმედიანად უყურებს და დარწმუნებულია, რომ კილიანი მომდევნო სეზონს მადრიდში შეხვდება.

ესპანური გამოცემა El Pais-ის მტკიცებით, პარიზული კლუბი დანებებას არ აპირებს და მბაპეს ახალ, საოცარ შეთავაზებას უმზადებს.

  • ახალი, 2-წლიანი კონტრაქტი
  • ფოტოების საავტორო უფლებების 100%-იანი წილი
  • 80 მილიონი ევრო კონტრაქტზე ხელის მოწერისთვის
  • 40 მილიონი ევრო ხელშეკრულების პირველ წელს
  • 50 მილიონი ევრო ხელშეკრულების მეორე წელს

ბუნებრივია, ამ წინადადებაზე დათანხმება კილიანს მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშედ აქცევს, თუმცა არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ ფრანგი სუპერვარსკვლავი ბავშვობიდან "რეალის" ფანია.

1 კვირის წინ
3754 / 0
Chituna
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ