მადრიდის "რეალის" მწრთვნელმა კარლო ანჩელოტიმ ოცნების თერთმეტეული დაასახელა.
კარლომ ფეხბურთელები "პარმადან", "იუვენტუსიდან", "მილანიდან", "ჩელსიდან" და "პარი სენ-ჟერმენიდან" აირჩია.
მოულოდნლელად, შემადგენლობაში არ არის "რეალის" წარმომადგენელი, რაც ნამდვილად დიდი სიუპრიზია.
შემადგენლობაში არის ზინედინ ზიდანი, თუმცა ანჩელოტი მასთან არა "რეალში", არამედ "იუვენტუსში" მუშაობდა.
კარლო ანჩელოტის თერთმეტეული ასე გამოიყურება:
მეკარე: ჯანლუიჯი ბუფონი;
მცველები: კაფუ, პაოლო მალდინი, ტიაგო სილვა, ჯონ ტერი;
ნახევარმცველები: ზინედინ ზიდანი, ანდრეა პირლო, კაკა, ფრენკ ლამპარდი;
ფორვარდები: ანდრეი შევჩენკო, ზლატან იბრაჰიმოვიჩი.