როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდა და მორიგი ქამბექი შემოგვთავაზა.
ამ მატჩში, "სამეფო კლუბს" გმირად შეცვლაზე შემოსული როდრიგო მოევლინა, რომელმაც 90-ე და 91-ე წუთებზე გოლების გატანა და შეხვედრის დამატებით დროში გადაყვანა მოახერხა.
ბრაზილიელის საოცარ პერფორმანსს არაერთი ცნობილი ადამიანი და მათ შორის, ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი მოთამაშე დანი ალვეშიც გამოეხმაურა.
"ჩემო მეგობრებო, ფეხბურთში, ისევე როგორც ცხოვრებაში, იღბალი არ არის. ან თქვენ დომინირებთ თამაშში, ან თამაში დომინირებს თქვენზე.
"აჰჰ, სად იქნებოდა ფეხბურთი ბრაზილიელების გარეშე", - წერს დანი.