როგორც იცით, დღეს მადრიდის "რეალს" "სანტიაგო ბერნაბეუზე" მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირისპირება ელის.
"სამეფო კლუბი" სახლში "მანჩესტერ სიტის" მიიღებს და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლას კიდევ ერთხელ შეეცდება.
მოგეხსენებათ, "ბლანკოსმა" პირველი შეხვედრა 4:3 წააგო, ამიტომ ქამბექის შესასრულებლად, მხოლოდ 1 გოლის გატანა იქნება საჭირო.
ახლა კი გთავაზობთ, იმ სასტარტო შემადგენლონას, რაც "მადრიდისტებმა" აღნიშნულ მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე აირჩიეს:
მეკარე: კურტუა;
მცველები: მენდი, ნაჩო, მილიტაო, კარვახალი;
ნახევარმცველები: კროოსი, მოდრიჩი, კაზემირო;
შემტევები: ვინისიუსი, ვალვერდე, ბენზემა.