"რეალის" განაცხადი "სიტისთან" მატჩისთვის ცნობილია

"რეალის" განაცხადი "სიტისთან" მატჩისთვის ცნობილია

როგორც მოგეხსენებათ, ხვალ მადრიდის "რეალს" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება ელის.

მადრიდული გრანდი, "სანტიაგო ბერნაბეუზე" "მანჩესტერ სიტის" მიიღებს და მორიგი ზღაპრული თამაშის შემოთავაზებას შეევდება.

ამ შეხვედრამდე, მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დავიდ ალაბა აღნიშნულ თამაშს გამოტოვებდა, თუმცა ავსტრიელი კარლო ანჩელტის მიერ არჩეულ განაცხადში მაინც მოხვდა.

"რეალის" 23 კაციანი განაცხადი ხვალინდელი დაპირისპირებისთვის ასე გამოიყურება:

მეკარეები: ტიბო კურტუა, ანდრეი ლუნინი, ტონი ფუიდიაში;

მცვლები: დანი კარვახალი, ედერ მილიტაო, დავიდ ალაბა, ხესუს ვალეხო, ნაჩო, მარსელო, ფერლან მენდი;

ნახევარმცველები: ტონი კროოსი, ლუკა მოდრიჩი, კაზემირო, ფედე ვალვერდე, ლუკას ვასკესი, დანი სებალიოსი, ედუარდო კამავინგა;

შემტევები: კარიმ ბენზემა, მარკო ასენსიო, ლუკა იოვიჩი, ვინისიუს ჟუნიორი, როდრიგო, მარიანო.

2 კვირის წინ
437 / 0
Nika
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ