როგორც მოგეხსენებათ, გუშინ მადრიდის "რეალის" და "ელჩეს" დაპირისიპირება ვიხილეთ, სადაც მადრიდელებმა 2-1 გაიმარჯვეს.
ამ მოგებით, ისინი კოპა დელ რეის 1/4 ფინალში გავიდნენ, სადაც "ბილბაოს" ატლეტიკს შეხვდებიან.
აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას სამხრეთ ამერიკელი მოთამაშეები ვერ შეძლებენ, ვინაიდან მათ ეროვნული გუნდის მაისურით თამაში მოუწევთ.
ახლა კი გთავაზობთ, "ბლანკოსის" სავარაუდო შემადგენლობას "ბილბაოსთან" მატჩისთვის სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელების გარეშე.
მეკარე: კურტუა;
მცველები: მენდი, ალაბა, ნაჩო, კარვახალი;
ნახევარმცველები: მოდრიჩი, კროოსი, კამავინგა;
შემტევები: აზარი, ასენსიო, ბენზემა.