ანჩელოტი: "ეს კალენდარი არის დიდი სისულელე"

ანჩელოტი: "ეს კალენდარი არის დიდი სისულელე"

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალის" მოთამაშეებს სანაკრებო პაუზიდან დაბრუნების შემდეგ კლუბის მაისურით მცირე დროში ბევრი შეხვედრის ჩატარება მოუწევთ.

ასევე ახლოვდება ჩემპიონთა ლიგაზე "პსჟ"-სთან უმნიშვნელოვანესი შეხვედრა, რომელსაც მადრიდელები დიდი ალბათობით ფიზიკურად დაღლილები შეხვდებიან.

ამასთან დაკავშირებით, "ბლანკოსის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"არვიცი რა ვთქვა. ეს კალენდარი არის დიდი სისულელე, მეტი არაეფრი.

"ასეთი მჭიდრო გრაფიკი ფეხბურთელებს დაუჯერებელი და წარმოუდგენელი რამის გაკეთებას აიძულებს.

"ასევე მათ უწევთ არჩევანის გაკეთება თუ სად ითამაშონ, ნაკრებში თუ კლუბში. ეს სრული აბსურდია.

"ისეთი კალენდრის შედგენა, რომ ყველა კმაყოფილი დარჩეს, თავისუფლადაა შესაძლებელი მაგრამ მათ ეს არ სურთ", - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

3 თვის წინ
439 / 0
Nika
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ