რატომ არ ითამაშებენ სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელები 1/4 ფინალში

რატომ არ ითამაშებენ სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელები 1/4 ფინალში

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალმა" კოპა დელ რეის 1/8 ფინალში "ელჩე" 2-1 დაამარცხა და ტურნირის შემდეგ ეტაპზე გავიდა.

რამდენიმე საათის წინ კი ცნობილია გახდა, რომ "ბლანკოსს" 1/4 ფინალში ატლეტიკ "ბილბაო" შეხვდება.

აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით, გამოცემა "ABC"-მ მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაავრცელა.

როგორ ირკვევა, მადრიდელთა მხრიდან ბასკების წინააღმდეგ დაპირისპირებას როდრიგო, ვინისიუს ჟუნიორი, ედერ მილიტაო, კაზემირო და ფედე ვალვერდე გამოტოვებენ.

წყაროს ცნობით, ხუთივე მათგანი სამხრეთ ამერიკაში გაემგზავრება და ეროვნული ნაკრების მაისურით 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებს ითამაშებს.

შეგახსნებეთ, რომ "რეალის" და "ბილბაოს" დაპირისპირება 2 თებერვალს ჩვენი დროით 23:00 საათზე გაიმართება.

4 თვის წინ
502 / 0
Nika
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ