როგორც მოგეხსენებათ, გუშინ მადრიდის "რეალმა" ესპანეთის თასის 1/8 ფინალში "ელჩე" საკმაოდ მძიმე ბრძოლაში დაამარცხა.
დამატებით დროში მადრიდულმა გუნდს მარსელო გაუძევეს, რასაც მეტოქის გოლივც მოჰყვა, თუმცა საბოლოოდ, აზარისა და ისკოს გოლებით "ბლანკოსმა" გამარჯვება მოიპოვა.
სულ ცოტა ხნის წინ კი გაირკვა, თუ ვინ შეხვდება "რეალს" კოპა დელ რეის 1/4 ფინალში.
წილისყრის შედეგების მიხედვით, "სამეფო გუნდის" მომდევნო მეტოქე "ატლეტიკ ბილბაო" იქნება.