აზარი დანებებას არ აპირებს - როდის მიიღებს ბელგიელი გადაწყვეტილებას

აზარი დანებებას არ აპირებს - როდის მიიღებს ბელგიელი გადაწყვეტილებას

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალის" ფეხბურთელის ედენ აზარის მომავალი ბურუსითაა მოცული.

რამდენიმე დღის წინ ვრცელდებოდა ცნობები, რომ ედენს კლუბიდან წასვლა სურდა, რისი მიზეზიც სათამაშო დროის ნაკლებობაა.

დღეს გამოცემა "DiarioAS"-მა ბელგიელ მოთამაშესთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

როგორც ირკვევა, 31 წლის ფეხბურთელი დანებებას არ აპირებს და საკუთარი თავის დასამტკიცებლად ბოლომდე იბრძოლებს.

წყარო აქვე დასძენს, რომ აზარს ოფიციალური შემოთავაზებები ჯერ არ მიუღია და წასვლის თაობაზე გადაწყვეტილებას ზაფხულში მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ "ბლანკოსმა" "ელჩე" 2-1 დაამარცხა, სადაც გამარჯვების გოლი ედენმა გაიტანა.

4 თვის წინ
363 / 0
Nika
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ