გუშინ კოპა დელ რეის 1/8 ფინალში მადრიდის "რეალის" და "ელჩეს" დაპირისპირება ვიხილეთ.
მატჩი ძალიან საინტერესო და 120-ე წუთამდე დაძაბული გამოდგა, სადაც მადრიდელებმა 3-2 გაიმარჯვეს.
აღნიშნული შეხვედრის შემდეგ, "ბლანკოსის" ფეხბურთელმა ლუკას ვასკესმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.
"ძალიან კარგი, მაგრამ რთული მატჩი იყო. გუნდმა იცის, როგორ უნდა იბრძოლოს. ბედნიერები ვართ, რომ 1/4 ფინალში გავედით.
"გვსურს, რომ ეს მოგებები გავაგრძელოთ და ტურნირის ფინალშიც გავიდეთ. ჩვენ გამარჯვება სამართლიანად მოვიპოვეთ.
"სამეფო კლუბის დნმ-ში, სირთულეების წინაშე გაზრდა და ყოველთვის ბოლო წუთამდე ბრძოლა არის", - განაცხადა ესპანელმა ფეხბურთელმა.