ბენზემა: "კრიშტიანუს წასვლის შემდეგ, ეს გავაკეთე"

ბენზემა: "კრიშტიანუს წასვლის შემდეგ, ეს გავაკეთე"

მას შემდეგ, რაც 2018 წელს კრიშტიანუ რონალდუმ მადრიდის "რეალი" დატოვა, გუნდში კარიმ ბენზემას როლი ერთი-ორად გაიზარდა.

ფრანგი თავდამსხმელი ბევრად უფრო შედეგიანია, რაც, რა თქმა უნდა, პორტუგალიელის წასვლის დამსახურებაა.

კარიმმა France Football-თან ინტერვიუში სწორედ ამ საკითხის შესახებ ისაუბრა.

"კრიშტიანუს წასვლას ჩემი თამაში არ შეუცვლია. ახლა, მომენტებს ვქმნი და ვასრულებ კიდეც, როგორც ეს ლიონში იყო.

რონალდუსთან ერთად თამაშისას მომენტებს ვქმნიდი, ის კი ასრულებდა. მას რეალში ყოფნისას სეზონში 50-60 გოლი გაჰქონდა.

კრიშტიანუს წასვლის შემდეგ, გოლეადორობის პასუხისმგებლობა ავიღე", - განაცხადა ბენზემამ.

4 თვის წინ
2895 / 0
Chituna
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ