შოკისმომგვრელი სიახლე - "პსჟ" და მბაპე მოლაპარაკების პროცესში არიან

შოკისმომგვრელი სიახლე - "პსჟ" და მბაპე მოლაპარაკების პროცესში არიან

ფრანგული გამოცემა RMC Sport კილიან მბაპესთან დაკავშირებით მადრიდის "რეალის" გულშემატკივრებისთვის უსიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, "პარი სენ-ჟერმენი" და ფრანგი სუპერვარსკვლავი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკების პროცესში არიან.

მიუხედავად მოლაპარაკებების დაწყებისა, კილიანი საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას ჯერ არ გეგმავს და ის კარიერის "პსჟში" გაგრძელების წინააღმდეგიც არ არის - ამ ინფორმაციას კი უკვე The Telegraph გვთავაზობს.

ასეა თუ ისე, მბაპეს მომავალი, უდიდესი ალბათობით, სამფეო კლუბს უკავშირდება, სადაც ის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე  თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა.

ცნობისთვის, კილიანს მიმდინარე სეზონში პარიზელთა მაისურით 18 გოლი და 15 საგოლე გადაცემა აქვს.

1 კვირის წინ
4831 / 0
Chituna
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარსელო, ბეილი, სებალიოსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ