ცნობილია - ითამაშებს თუ არა ალაბა სუპერთასის ფინალში

ცნობილია - ითამაშებს თუ არა ალაბა სუპერთასის ფინალში

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალის" ცენტრალური მცველი დავიდ ალაბა კატალონიის "ბარსელონასთან" მატჩის წინ დაშავდა, რის გამოც მან "ელ კლასიკო" გამოტოვა.

ავსტრიელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ცნობილმა ესპანურმა გამოცემა "Marca"-მ ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

როგორც ირკვევა, 31 წლის ფეხბურთელი ბარძაყის არეში დისკმფორტს კიდევ გრძნობს და "ბლანკოსს" ფინალში ვერ დაეხმარება. 

გარდა ავსტრიელისა, ვარჯიში "თეთრების" კიდევ ერთმა მოთამაშემ ხესუს ვალეხომაც გამოტოვა და დავიდის მსგავსად მადრიდელებს ისიც გამოაკლდება.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის სუპერთასის ფინალი 16 იანვარს ჩვენი დროით 22:30 საათზე გაიმართება.

1 კვირის წინ
223 / 0
Nika
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარსელო, ბეილი, სებალიოსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ