უდიდესი დანაკლისი - "რეალს" ფინალში უმნიშვნელოვანესი მოთამაშე გამოაკლდება

უდიდესი დანაკლისი - "რეალს" ფინალში უმნიშვნელოვანესი მოთამაშე გამოაკლდება

როგორც მოგეხსენებათ, 12 იანვარს მადრიდის "რეალმა" ესპანეთის სუპერთასის ნახევარინალში კატალონიის "ბარსელონა" 3-2 დაამარცხა და ტურნირის ფინალში გავიდა.

მეორე ნახევარფინალურ წყვილში კი ატლეტიკ "ბილბაომ" მადრიდის "ატლეტიკოს" 2-1 მოუგო.

დღეს გავრცელებული ინფორმაციით "თეთრების" მარჯვენა მცველს დანი კარვახალს კორონა ვირუსი დაუდასტურდა.

ის მადრიდელებს "ატლეტიკთან" შეხევდრაში ვერ დაეხმარება და სავარაუდოდ 23 იანვარს "ელჩესთან" მატჩისთვის დაბრუნდება. 

დანის ამ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში დიდი ალბათობით ლუკას ვასკესი შეცვლის, რომელიც ბოლო დაპირისპირებებში კარგად გამოიყურება.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის სუპერთასის ფინალი 16 იანვარს ჩვენი დროით 22:30 საათზე გაიმართება. 

 

1 კვირის წინ
459 / 0
Nika
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარსელო, ბეილი, სებალიოსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ