"სამეფო კლუბს" ახალი სამიზნე ჰყავს - ბრაზილიელი ვუნდერკინდი რადარზე

"სამეფო კლუბს" ახალი სამიზნე ჰყავს - ბრაზილიელი ვუნდერკინდი რადარზე

გავლენიანი გამოცემის, ESPN-ს ინფორმაციით, მადრიდის "რეალის" რადარზე ახალი მოთამაშე გამოჩნდა, საუბარია "პალმეირასის" ახალგაზრდა შემტევზე, ენდრიკეზე.

მიუხედავად იმისა, რომ იგი ჯერ-ჯერობით 20-წლამდელთა გუნდში ასპარეზობს, მან უკვე არაერთი ევროპული გრანდის ყურადღება მიიპყრო.

აღსანიშნავია, რომ მოთამაშეს იგივე წარმომადგენლები ჰყავს, ვინც ვინისიუს ჯუნიორს, რაც ტრანსფერის ალბათობას საგრძნობლად ზრდის.

გავრცელებული ინფორმაციით, "პალმეირასი" ახალგაზრდა ვუნდერკინდის გუნდიდან გაშვებას არ აპირებს, თუმცა ბრაზილიურ კლუბს ამ გეგმის შესრულება ძალიან გაუჭირდება.

1 კვირის წინ
232 / 0
Gurika
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარსელო, ბეილი, სებალიოსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ