კაზემირო: "მან თავისი მაღალი დონე ბარსელონასთან დაამტკიცა"

კაზემირო: "მან თავისი მაღალი დონე ბარსელონასთან დაამტკიცა"

როგორც მოგეხსენებათ, ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში, "ბარსელონას" წინააღმდეგ, ფედე ვალვერდემ გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.

"სამეფო კლუბის" ნახევარმცველმა, კაზემირომ "ელ კლასიკოს" შემდეგ ურუგვაელ ფეხბურთელზე ისაუბრა.

"ჩვენ უკვე ვფიქრობთ ფინალზე. ჩვენ შესანიშნავი შემადგენლობა გვყავს. ვალვერდეს გოლმა ძალიან გამახარა, იგი მაღალი დონის ნახევარმცველია.

კარგად მუშაობს, ბევრს არ თამაშობს, მაგრამ მისი იმედი გვაქვს. ფედემ თავისი დიდი ფეხბურთელობა დღეს დაამტკიცა. ტიტულების მოსაგებად კარგი შემადგენლობა უნდა გვყავდეს, ეს არის წარმატების გასაღები". - განაცხადა კაზემირომ.

1 კვირის წინ
265 / 0
Gurika
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარსელო, ბეილი, სებალიოსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ