ხავიერ ტებასი: "რეალს ტრანსფერის განხორციელებაში დავეხმარებით"

ხავიერ ტებასი: "რეალს ტრანსფერის განხორციელებაში დავეხმარებით"

როგორც მოგეხსენებათ, "დორტმუნდის" შემტევი, ერლინგ ჰალანდი, მადრიდის "რეალის" ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს წარმოადგენს.

ნორვეგიელი სუპერვარსკვლავის გადმობარგება "სამეფო კლუბთან" ერთად, ლა ლიგისთვისაც მომგებიანი იქნება, ესპანეთის ჩემპიონატის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა სწორედ ამ თემაზე ისაუბრა.

"სხვა ლიგებთან კონკურენციისთვის, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ვარსკვლავი უნდა მოვიზიდოთ. ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ რეალისა და ბარსას ძირითადი ნაწილი უკვე კარიერის დასრულების გზას ადგას. 

ამიტომ, გადავწყვიტეთ გუნდებს 100 მილიონი ევროს უპროცენტო სესხი შევთავაზოთ 23 წლამდე ასაკის ფეხბურთელების შესაძენად. 

ყველასათვის ცნობილია, რომ ორივე კლუბის სატრანსფერო მიზანს ჰალანდის დამატება წარმოადგენს, ჩვენი დახმარება მათ ტრანსფერის განხორციელებაში გამოადგებათ.

ჩვენი მიზანია, ელ კლასიკო კვლავ გავხადოთ ყველაზე სანახაობრივი სპორტული მოვლენა მსოფლიოში". - განაცხადა ტებასმა.

1 კვირის წინ
222 / 0
Gurika
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარსელო, ბეილი, სებალიოსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ